top of page
Search

ჩვენი სკოლა - „რა? სად როდის?“

  • Writer: Mikheil Beruashvili
    Mikheil Beruashvili
  • Mar 20, 2023
  • 1 min read

გლდანის გამგეობის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში’’ ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა. მასში რაიონის 23 სკოლა ჩაერთო.

ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N79 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N120 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N175 სკოლამ დაიკავა.

ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. ინტელექტუალურ თამაშში ,,რა ?სად? როდის?’’ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი დაესწრო. ჩვენმა სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა შემდეგი შემადგენლობით მიიღო: ქეთი ბრეგაძე, ლუკა წეველიძე თამარ ბუხრიკიძე, მიხეილ ბერუაშვილი, გიორგი ავსაჯანიშვილი, ელენე ონიანი.


(C) გლდანის გამგეობა

ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ქეთი ბრეგაძე, ლუკა წეველიძე, თამარ ბუხრიკიძე, მიხეილ ბერუაშვილი, გიორგი ავსაჯანიშვილი, ელენე ონიანი

 
 
 

Comments


bottom of page