JA Achievement Georgia
- Mikheil Beruashvili
- Apr 3, 2023
- 1 min read
2 აპრილს თბილისი მოლში გაიმართა სამეწარმეო განათლების ფესტივალი თბილისი 2023. სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა ორი კომპანია მონაწილეობდა. ორივე კომპანია მოხვდა საუკეთესო ხუთეულში. ვულოცავთ ამ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვულოცავთ თამარ მორგოშიას, მომავლის ბავშვების საუკეთესო მასწავლებელს.
სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი კომპანია “მაჯა/Madga” აწარმოებს ჯპს სამაჯურებს “სადარი/Sadari”, რომელიც განკუთვნილია ალცჰეიმერით დაავადებული ადამიანებისთვისა და 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის. სამაჯურის დიზაინი და მოხატულობა შთაგონებულია ძველი ქართული ორნამენტებით.
კომპანიაა HaLove მათი შექმნილი ხელთათმანი განკუთვნილია სმენა და მეტყველება დაქვეითებული ადამიანებისათვის. ისინი ირგებენ ხელთათმანს და მათთვის ნაცნობი ყველა ჟესტიკულაცია (საწყის ეტაპზე ამერიკული ჟესტური ენა ASL) გარდაიქმნება სიტყვებად და წინადადებებად, რომელიც გამოსახული იქნება ეკრანზე.




Comments