top of page
Search

მეათე კლასელების ვიქტორინა სკოლაში

  • Writer: Mikheil Beruashvili
    Mikheil Beruashvili
  • Mar 16, 2023
  • 1 min read

2023 წლის 3 თებერვალს, ჩვენს სკოლაში მოეწყო ინტელექტუალური თამაში, ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეათე კლასები. შეჯიბრმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.


აქტიურად მიმდინარეობდა კითხვების დამუშავება-შერჩევის პროცესი, რასაც ხშირად რამდენიმე საათიანი შეკრება თუ ონლაინ-შეხვედრა ჭირდებოდა. ყველა თვითმმართველი, რომელმაც სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ორგანიზების პროცესში, აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში. მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კითხვების კონფიდენციალურობა, და 100%-ით შეიძლება ითქვას, რომ ვიქტორინის დაწყების წამამდე კითხვები მხოლოდ შემდგენელთა შორის რჩებოდა. შევეცადეთ ისეთი კითხვები შეგვერჩია, რომელიც მაქსიმალურად უნდა მორგებოდა მეათე კლასის მოსწავლეების ზოგად ცოდნასა და თვალსაწიერს.


ღონისძიება ჯამში 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიქტორინა შედგებოდა 15 კითხვისგან, თუმცა მეორე-მესამე ადგილოსნების გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი კითხვები.


გამარჯვებული კლასი (10/3; დამრიგებელი: ქეთევან მესხიშვილი) დაჯილდოვდა სიგელით.


3 თებერვალი; 2023 წ.
















 
 
 

Yorumlar


bottom of page